Saturday, October 30, 2010

ფერარი

ფერარი (Ferrari S.p.A.) არის იტალიური სპორტული მანქანების მრეწველი, რომელიც დაარსდა მარანელოში და მოდენაში (იტალია). კომპანია შექმნა ენცო ფერარიმ 1929 წელს, როგორც სკუდერია ფერარი (Scuderia Ferrari), ხოლო 1949 წელს, როგორც ფერარი სააქციო საზოგადოება (Ferrari S.p.A). მთელი ისტორიის განმავლობაში, ფერარიმ ყველაზე დიდი წარმატება მიაღწია ავტო რბოლებში, განსაკუთრებით ფორმულა ერთში. 1969 წელს, ფინანსური ბრძოლების დროს, ენცო ფერარიმ მიყიდა კომპანიის სპორტული მანქანების განყოფილება ფიატს, იმისთვის რომ დაეზღვია ფინანსური მხარდაჭერა.
კომპანია ფერარი, მცირე რაოდენობით უშვებს სხვა პროდუქტებსაც: პასტებს, ფანქრებს, სუნამოს, ტანსაცმელს, მაღალი ხარისხის ველოსიპედებს, მობილურ ტელეფონებს და ლეპტოპ კომპიუტერებს.

ზღვის დრაკონი

ზღვის დრაკონი (Trachinus), ზღვის თევზების გვარი ქორჭილასნაირთა რიგისა. მათი სიგრძე 40 სმ აღწევს. გვერდებიდან შებრტყელებული სხეული წაგრძელებულია, ზურგის პირველ ფარფლზე აქვთ წვეტიანი ქიცვები. თითო ქიცვი აქვთ აგრეთვე სალაყუჩე კოლოფის სახურავებზე. ქიცვების ფუძესთან შხამიანი ჯირკვლებია. ჩხვლეტა მეტად მტკივნეულია, ზოგჯერ ადამიანის მომაკვდიმებელიც. გვარში 4-5 სახეობაა. გავრცელებული არიან ხმელთაშუა ზღვასა და ატლანტიკის ოკეანის აღმოსავლეთ ნაწილში. შავ ზღვაში ერთი სახეობაა — ზღვის დრაკონი (Trachinus draco). ადგილობრივი რეწვის ობიექტია.

mersedes

მერსედეს-ბენცი გერმანული ავტოგიგანტის - ,,დაიმლერის ავტოკორპორაციის” (Daimler-AG) ლეგენდარული ბრენდია. ინოვაციების დაუოკებელი ძიების შედეგად ,,მერსედეს-ბენცი” იქცა მსოფლიოში პირველ საავტომობილო მარკად, ამ სამარკო ნიშნის ქვეშ იგულისხმება კომფორტული, მდგრადი და ელეგანტური ავტომობილი, რომელიც გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, განუშორებელ ნივთად და საიმედო მეგობრად იქცა მრავალი ადამიანისათვის. დღესდღეობით მერსედეს-ბენცის სამარკო ნიშნის ქვეშ მზადდება ძალიან ფართო არეალის და დანიშნულების ტრანსპორტი: სამგზავრო მსუბუქი ავტომობილები; სამგზავრო/სამხედრო მსუბუქი ყველგანმავალი ავტომობილები; სატვირთო ავტომობილები; ავტობუსები; მინი-ვენები და ა.შ.

ილია ჭავჭავაძე

ილია ჭავჭავაძე (დ. 8 ნოემბერი, 1837, სოფელი ყვარელი — გ. 12 სექტემბერი, 1907, წიწამური), დიდი ქართველი მწერალი, პოეტი, პუბლიცისტი, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს 1861—1907 წლების ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერი. ქართული მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის მიერ ილია ჭავჭავაძე შერაცხულია წმინდანად, სახელით.დაიბადა გადამდგარი ოფიცრის, თავად გრიგოლ ჭავჭავაძის ოჯახში. 10 წლისას გარდაეცვალა დედა — მარიამ ბებურიშვილი, 15 წლისას — მამა. დაობლებული ილიასა და მისი და-ძმების მოვლა-პატრონობა მამიდამ — მაკრინე ჭავჭავაძე-ერისთავისამ იტვირთა.

b m w

Bayerische Motoren Werke AG (BMW) არის გერმანული კომპანია, რომელიც ავტომობილებს, მოტოციკლეტებს და ძრავებს აწარმოებს. საწარმოს შტაბბინა მდებარეობს მიუნხენში. მისი აქციები ფრანკფურტის საფონდო ბირჟაზე განლაგებულ DAX-ზე იყიდება.

ილია II

მისი უწმიდესობა და უნეტარესობა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი ილია II (ერისკაცობაში ირაკლი გიორგის ძე ღუდუშაური-შიოლაშვილი) დაიბადა 1933 წლის 4 იანვარს, ქ. ორჯონიკიძეში, ახლანდელი ვლადიკავკაზი, გიორგი ღუდუშაურ-შიოლაშვილის და ნატალია კობაიძის კეთილმორწმუნე ოჯახში, ქართველი სასულიერო და საზოგადო მოღვაწე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი 1977-იდან.

ფარნავაზ მეფე

ფარნავაზიიბერიის პირველი მეფე. ძვ. წ. III საუკუნეში. მას ტრადიციისამებრ უკავშირებენ ქართული დამწერლობის შექმნას. საქართველოს პირველი გამაერთიანებელი; ფარნავაზიანთა დინასტიის დამაარსებელი.
ფარნავაზიანთა დინასტიის ფუძემდებელი. იყო ”მცხეთის მამასახლისთა” შთამომავალი. ძვ. წ. 329 წელს აუჯანყდა იბერიის სპარსელ სატრაპ მითრანეს[საჭიროებს წყაროს მითითებას] და იბერიას დამოუკიდებლობა მოუპოვა. 328 წელს იგი ესტუმრა შუა აზიაში მყოფ ალექსანდრე მაკედონელს და თავისი მეფობის ლეგიტიმაცია მოახერხა.[საჭიროებს წყაროს მითითებას] დაახლ. ძვ.წ.320 წლისთვის ფარნავაზმა დაიმორჩილა კოლხეთის სამეფო და პირველად ისტორიაში გააერთიანა საქართველო. ფარნავაზს მიეწერება რიგი უმნიშვნელოვანესი ღონისძიებებისა, კერძოდ: მან დაყო საქართველო სამთავროებად (ეგრისის, არგვეთის, ოძრხის, კლარჯეთის, წუნდის, სამშვილდის, ხუნანის, კახეთის და ქართლის სასპასპეტო); ჩაატარა რელიგიური რეფორმა (არმაზის კერპის აღმართვა) და ქართული ენა სახელმწიფო ენად გამოაცხადა. ფარნავაზსვე მიეწერება ქართული დამწერლობის შექმნაც. ფარნავაზმა 65 წელი იმეფა და დაახლ. ძვ.წ.264 წელს 92 წლის ასაკში გარდაიცვალა. მის შემდეგ გამეფდა მისი ძე საურმაგი.
ფარნავაზი იყო ქართლის მეფე, რომელმაც შექმნა ერთიანი სამეფო, დაამკვიდრა ქართული ანბანი, დააარსა ქალაქი მცხეთა, საფუძველი ჩაუყარა ფარნავაზიანთა დინასტიას და სხვ. იგი იყო ქართლის მამასახლისის, სამარას ძმისწული, მამით ქართლოსიანი, დედით - სპარსელი. ფარნავაზის მეფობის თარიღის ზუსტი განსაზღვრა ძნელია.

დავით აღმაშენებელი

დავით IV აღმაშენებელი (დ. 1073, ქუთაისი - გ. 24 იანვარი. 1125), საქართველოს მეფე 1089-1125, გიორგი II-ის ძე, ბაგრატიონთა დინასტიიდან. ერთ–ერთი ყველაზე წარმატებული ქართველი მონარქი, მოახერხა თურქ-სელჩუკთა ქვეყნიდან განდევნდა 1121 წელს დიდგორის ბრძოლაში მნიშვნელოვანი გამარჯვებით. მის მიერ არმიაში და მმართველობის სისტემაში გატარებულმა რეფორმებმა შესაძლებლობა მისცა ქვეყანა გაეერთიანებინა და მთელი კავკასიის მიწების საქართველოს დაქვემდებარებაში შემოეყვანა. ქრისტიანული კულტურის წამხალისებელი და თავად თავდადებული ქრისტიანი საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის მიერ წმინდანად არის შერაცხული

Friday, October 29, 2010

თამარ სანებლიძე

ეს  მე  ვარ  ამ  სტატიების  დამწერი, შეგიძლიათ   ნახოთ, თუ  როგორი  ვარ  სინამდვილეში.

თამარ სანებლიძე

ეს  მე  ვარ  ამ  სტატიების  დამწერი, შეგიძლიათ   ნახოთ, თუ  როგორი  ვარ  სინამდვილეში.

თამარ მეფე

თამარი, თამარ მეფე (დ. დაახ. 1160 — გ. 1213, შესაძლოა 1210 ან 1207) — საქართველოს მონარქი 1184 წლიდან, გიორგი III-ის ასული, ბაგრატიონთა სამეფო დინასტიის წარმომადგენელი. თამარს საქართველოს ოქროს ხანაში მოუწია მეფობა და უაღრესად წარმატებული მმართველი აღმოჩნდა. თამარი ატარებდა ტიტულს: "მეფეთ მეფე და დედოფალთ დედოფალი აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა და სომეხთა, შირვანთა და შაჰანშათა და ყოვლისა აღმოსავლეთისა და დასავლეთისა თვითმფლობელობითა მპყრობელი". მემატიანე მას მოიხსენიებს, როგორც: "დიდება ამა სამყაროსა და სარწმუნოებისა, მესიის მოვლენილი"[საჭიროებს წყაროს მითითებას].
1179 წელს მეფე გიორგიმ თამარი თანამოსაყდრედ გამოაცხადა. 1184 წელს, მეფე გიორგის გარდაცვალების შემდეგ, ქვეყანაში რთული ვითარება შეიქმნა; ფეოდალურმა არისტოკრატიამ დაიწყო ბრძოლა დაკარგული პოლიტიკური პრივილეგიების აღსადგენად. 1185 წელს გავლენიან ფეოდალთა ერთმა ჯგუფმა თამარს, მისი სურვილის წინააღმდეგ, შერთო ანდრეი ბოგოლიუბსკის შვილი იური, რომელიც ქართულ წყაროებში ცნობილია "გიორგი რუსის" სახელით. ორი-ორნახევრი წლის შემდეგ თამარი განქორწინდა და იური საქართველოდანაც განდევნეს. მეფე თამარი მეორედ დაქორწინდა დაახლოებით 1189 (ან 1187) წელს დავით სოსლანზე.
თამარის დროს საქართველო კავკასიის უძლიერეს სახელმწიფოდ იქცა. ისტორიკოსთა ერთი ნაწილის აზრით, ეს ძლიერება არ ემყარებოდა ქვეყნის შინაგან საწარმოო ძალთა განვითარებას, გაერთიანებული ფეოდალური მონარქიის ეკონომიკური ძლიერების ძირითად წყაროს სამხედრო ნადავლი და ხარკი შეადგენდა და ქვეყნის გაერთიანება ეფემერული ხასიათისა იყო.[1][2] ისტორიკოსთა მეორე ნაწილის აზრით, გაერთიანებული საქართველოს სიძლიერე შესაფერის სოციალურ-ეკონომიკურ ბაზისს ემყარებოდა. [3][4][5]თამარის მეფობის პერიოდში რამდენიმე მნიშვნელოვანი ბრძოლა გაიმართა, რომელთგან განსაკუთრებით აღსანიშნავია 1195 წლის შამქორისა და 1203 წლის ბასიანის ბრძოლები.

მგელი

მგელი ძაღლისებრთა ოჯახის (Canidae) ყველაზე დიდი წარმომადგენელია. აღნიშნული ოჯახი არის ერთ-ერთი მტაცებელთა (Carnivora) კლასის შემადგენელი შვიდი სახეობიდან. დღეისათვის მგლების ორი სახეობაა გავრცელებული: ე. წ. წითური მგელი (Canis rufus ) და რუხი მგელი (Canis lupus). რუხი მგლის რამდენიმე ჯიში არსებობს: ჩრდილოეთის, ანუ არქტიკულ მგელი, ჩრდილოეთ ამერიკის ტყის მგელი, ცენტრალური აზიის სტეპების მგელი და ჩვეულებრივი მგელი, რომელიც დღესაც ბინადრობს აღმოსავლეთ ევროპისა და სკანდინავიის ტერიტორიებზე. სტეპის მგელს თხელი, მოხდენილი სხეული აქვს და ღია შეფერილობა, გარეგნულად იგი ძალიან ჰგავს ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში გავრცელებულ რუხ მგელს. არქტიკული მგელი კი ბევრად დიდია და სქელი, თეთრი ბეწვი აქვს.
მგლის ხროვა, საშუალოდ, 6-8 წევრისაგან შედგება, იშვიათ შემთხვევებში ხროვა აერთიანებს ოცამდე მგელს. ხროვას სათავეში უდგას წყვილი - ერთი მდედრი მგელი და ერთი მამრი მგელი, რომლებიც ხშირად ხროვის ერთადერთ წყვილს წარმოადგენენ, ხოლო დანარჩენი წევრები მათი ნაშიერები არიან, რომლებიც ჯერ საკმარისად მოზრდილები არ არიან, რომ საკუთარი ხროვები შექმნან. მგელი "სოციალური" ცხოველია და მის ოჯახში "რანგების" დიდი დამცველი. მმართველ წყვილში დომინანტური ადგილი მამრ მგელს უჭირავს, თუ რომელიმე მეწყვილე დაიკარგება ან დაიღუპება, მეორე შეითავსებს მის ფუნქციებს. მმართველი ადგილისათვის ბრძოლა ყოველთვის აქტუალურია მგლებს შორის, თუმცა ზოგრჯერ იგი მხოლოდ სიმბოლურ სახეს ატარებს, რადგან ხროვაში თითოეულმა მგელმა იცის თავისი ადგილი. მგლების ხროვაში ხშირია ე.წ. "სოციალური რიტუალები", რომლის დროსაც მთავარმა მგელმა უნდა დაამტკიცოს თავისი უპირატესობა, წინააღმდეგ შემთხვევაში, მას შეცვლის ხროვის სხვა წევრი. ხშირ შემთხვევაში "გადაყენებული" მეთაურები თავს ანებებენ მშობლიურ ხროვას და სხვა ცხოვრებას იწყებენ.

თოვლის ბაბუა

თოვლის ბაბუა ან კიდევ ცნობილი როგორც თოვლის პაპა (რუს. Дед Мороз, Морозко, სერბ. Деда Мраз) საქართველოში მითიური ადამიანის სახის არსება, რომელიც ასოცირდება ახალ წელთან. წარმოადგენს ბავშვების ერთ-ერთ უსაყვარლეს ზღაპრისა და რეალურ გმირს. როგორც ბავშვებს სწამთ, ახალი წლის ღამეს კეთილი თოვლის ბაბუა ჩამოვა მთიდან და უამრავ საჩუქრებს, ტკბილეულს და სხვადასხვა სასუსნავს ჩამოუტანს. როგორ წესი, თოვლის ბაბუას (პაპას) გამოსახავენ კეთილი მოხუცის სახით, რომელსაც აქვს გრძელი თეთრი წვერი, მოსხმული აქვს ნაბადი (შავი ან თეთრი ფერის) ცალ მხარზე კი საჩუქრებით სავსე ხურჯინი აქვს გადაკიდებული.

tbilisi


თბილისი (1936 წლამდე ტფილისი[1], კოორდ. 41°43′N 44°47′E), საქართველოს დედაქალაქი; 1922—1936 წლებში ერთდროულად იყო ამიერკავკასიის სფსრ დედაქალაქი; მდებარეობს აღმოსავლეთ საქართველოში, თბილისის ქვაბულში, მდინარე მტკვრის ორივე სანაპიროზე, ზღვის დონიდან 380—600 მ სიმაღლეზე, ჩრდილოეთით ესაზღვრება საგურამოს ქედის სამხრეთი მთისწინეთი, აღმოსავლეთით — ივრის ზეგნის ჩრდილო-დასავლეთი მონაკვეთი, დასავლეთით და სამხრეთით კი — თრიალეთის ქედის განშტოებები. ქალაქს 720 კმ² ფართობი უჭირავს და 1.090 მილიონზე მეტი მცხოვრები ჰყავს.
თბილისი კავკასიის რეგიონის მნიშვნელოვანი ინდუსტრიული, სოციალური და კულტურული ცენტრია და ბოლო დროს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სატრანსპორტო კვანძი ხდება გლობალური ენერგომატარებლებისა და სავაჭრო პროექტებისთვის (იხ. ბაქო-თბილისი-ჯეიხანის ნავთობსადენი და ბაქო-თბილისი-ერზერუმის გაზსადენი). ქალაქი ისტორიული აბრეშუმის დიდი გზის ერთ-ერთ მარშრუტზე მდებარეობს და მნიშვნელოვანი სავაჭრო/სატრანზიტო ცენტრის პოზიცია უჭირავს რუსეთის ჩრდილო კავკასიას, თურქეთსა და ტრანსკავკასიის სომხეთისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკების გადაკვეთაზე სტრატეგიული მდებარეობით. არც თუ ისე დიდი ხნის წინ თბილისი იყო გახმაურებული ვარდების რევოლუციის ეპიცენტრი, რომელიც ქალაქის თავისუფლების მოედანსა და მის შემოგარენში მოხდა 2003 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგების გაყალბების გამო, და რომელსაც შედეგად იმდროინდელი საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ