Tuesday, November 30, 2010

აკაკი წერეთელი

აკაკი წერეთელი 1852-იდან ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში სწავლობდა, 1859-იდან კი პეტერბურგის უნივერსიტეტის აღმოსავლური ენების ფაკულტეტზე, რომელიც 1863 წელს დაამთავრა კანდიდატის ხარისხით.

ლექსების წერა აკაკი წერეთელმა ჯერ კიდევ ყრმობის ასაკში დაიწყო, 1859 წელს იგი უკვე რამდენიმე დაბეჭდილი ლექსის ავტორი იყო, ხოლო 1860 წელს გამოქვეყნებულმა ლირიკულმა ლექსმა ― "საიდუმლო ბარათი", რომელიც იმთავითვე სიმღერადაც გავრცელდა, ახალგაზრდა პოეტს ფართო პოპულარობა მოუტანა.
მიუხედავად მატერიალური ხელმოკლეობისა, აკაკი წერეთელი არასდროს შესულა სახელმწიფო სამსახურში. მას უდიდესი დამსახურება მიუძღვის "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" დაარსებასა და მის მრავალმხრივ კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობაში, ქართული დრამატული საზოგადოების შექმნასა და მუშაობაში, ქართული ჟურნალისტიკის განვითარებაში, როგორც უაღრესად ნაყოფიერი და მნიშვნელოვანი პუბლიცისტური მოღვაწეობით, ისე ყოველთვიური ჟურნალის "აკაკის თვიური კრებული" (1897-1900) დაარსებით. იგი რედაქტორობდა აგრეთვე სატირულ-იუმორისტულ ჟურნალს "ხუმარა", რომლის ანტიცარისტული და ეროვნული მიმართულების გამო დაპატიმრებულიც კი იყო (1907). ილია ჭავჭავაძესთან ერთად აკაკი წერეთელი სათავეში ჩაუდგა ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობას საქართველოში და სიტყვით თუ საქმით, დაუცხრომლად, მიზანდასახულად იღვწოდა ქართველი ხალხის სულიერი აღორძინებისათვის, მასში ეროვნული თვითშეგნების ამაღლებისათვის. სწორედ ეროვნული მოტივი იმთავითვე იქცა აკაკი წერეთლის შემოქმედების ლაიტმოტივად.
ილია ჭავჭავაძის და აკაკი წერეთლის ძეგლი თბილისში.
წერეთლის შემოქმედებამ წარუშლელი კვალი დასტოვა ქართველი ხალხის სულიერი კულტურის ისტორიაში. მან ახალი ეტაპი შექმნა ქართული მხატვრული სიტყვის განვითარებაში, რამაც პოეტს, ილია ჭავჭავაძესთან ერთად, კანონიერად დაუმკვიდრა ახალი ქართული ლიტერატურის ერთ-ერთი ფუძემდებლისა და თანამედროვე ქართული სალიტერატურო ენის რეფორმატორის სახელი.
ქართველმა ხალხმა სიცოცხლეშივე შერაცხა წერეთელი ჭეშმარიტად სახალხო პოეტად. საყოველთაო აღიარების ნათელი დადასტურება იყო მისი შემოქმედებითი და საზოგადოებრივი მოღვაწეობის 50-ე წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო (1908), რომელიც, ისევე როგორც პოეტის მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში (1912), გრანდიოზულ ეროვნულ დღესასწაულად გადაიქცა.
აკაკი წერეთელი გარდაიცვალა 75 წლის ასაკში. დაკრძალულია თბილისში, საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონში.

ვიკიპედიის დამფუძნებლის, ჯიმბო უელსის მიმართვა.

ათი წლის წინ ჯერ კიდევ ბევრი მიყურებდა დამცინავი ღიმილით, როდესაც საზოგადოებაში ვიკიპედიის შესახებ საუბარს ვცდილობდი. მოდით, დავიწყებ იმით, რომ ზოგიერთი ბიზნესზე ორიენტირებული პიროვნება სკეპტიკურად უყურებდა თვით იმ მოსაზრებასაც კი, რომ ადამიანები მსოფლიოს ყველა კუთხიდან შეიკრიბებოდნენ და ერთობლივად შექმნიდენ ცოდნის მნიშვნელოვან წყაროს — კაცობრიობის ცოდნის უდიდეს საგანძურს — და ეს ყველაფერი სულ უბრალო მიზეზით, მხოლოდ ერთმანეთისთვის ცოდნის გაზიარების სურვილით მოხდებოდა.
არანაირი რეკლამა. არანაირი იმედი ფულის მიღებისა. არანაირი მოქმედების სქემა.
მისი შექმნიდან მხოლოდ ერთი დეკადა გავიდა, და უკვე 380 მილიონი ადამიანი იყენებს ვიკიპედიას — ეს არის ინტერნეტთან დაკავშირებული მსოფლიოს მესამედი.
ვიკიპედია მსოფლიოში პოპულარობით მეხუთე საიტია. დანარჩენი ოთხის შექმნაში, განვითარებასა და გავრცელებაში ჩაიდო მილიარდობით დოლარი და მუშაკთა უზარმაზარი შტატების საქმიანობა.
მაგრამ ვიკიპედია როდია ჩვეულებრივი კომერციული პროექტი. ეს არის საზოგადოების ქმნილება, შექმნილი მოხალისეთა მიერ, რომლებიც რედაქტირებას ხანდახან აკეთებენ. თქვენც ჩვენი საზოგადოების წევრი ხართ. და დღეს მე მოგმართავთ თქვენ ვიკიპედიის დაცვისა და წაშველების თხოვნით.
ერთად ჩვენ შეგვიძლია შევინარჩუნოთ უფასო და რეკლამისგან სრულიად თავისუფალი ვიკიპედია. ჩვენ შეგვიძლია შევინარჩუნოთ იგი მოქმედი — თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ვიკიპედიის ინფორმაცია თქვენი სურვილისამებრ. ჩვენ შეგვიძლია შევინარჩუნოთ მისი განვითარება — ცოდნის ყველგან გავრცელებით და ყველა ადგილიდან მონაწილეთა მოზიდვით.
ყოველი წლის ამ დროს ჩვენ მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ მცირე შემოწირულობით — $20, $35, $50 ან მეტით.
თუკი თქვენ თვლით ვიკიპედიას ინფორმაციის წყაროდ, ან შთაგონების წყაროდ, მე ვიმედოვნებ, რომ თქვენ ამწამსვე იმოქმედებთ.
ჯიმი უეილსი
ვიკიპედიის დამფუძნებელი
P.S. ვიკიპედია არის ჩვენნაირი ადამიანების მიერ საოცრების გაკეთების ერთ-ერთი მაგალითი. ჩვენნაირი ადამიანები წერენ ვიკიპედიას, მცირე სიტყვა დროის მცირე მონაკვეთში. ჩვენნაირი ადამიანები ეხმარებიან ვიკიპედიას – მცირე შემოწირულობით დროის მცირე მონაკვეთში. ასე რომ, ვიკიპედია არის ჩვენი, უბრალო ადამიანების მიერ მსოფლიოს შეცვლის შესაძლებლობის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითი.